ბოროტი განზრახვა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაცია მოახდინონ - პაპუაშვილი TI-ის ანგარიშს აკრიტიკებს

29.06.23 16:01
ბოროტი განზრახვა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაცია მოახდინონ - პაპუაშვილი TI-ის ანგარიშს აკრიტიკებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დღევანდელ ანგარიშს აკრიტიკებს და ორგანიზაციას ურჩევს, მაგალითად, შვედეთის პარლამენტის საქმიანობას დააკვირდნენ.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ორგანიზაციას აქვს ბოროტი განზრახვა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაცია მოახდინონ.

პაპუაშვილის განცხადებით, დოკუმენტში საუბარი იყო ე.წ მდუმარე დეპუტატების შესახებ, რომლებიც არცერთ სესიაზე სიტყვით არ გამოსულან. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა ამის კლასიკური მაგალითი არის, როგორ ხდება მანიპულაციით, დეზინფორმაციით დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაცია უცხოური ფულით, ეს არის კლასიკური მაგალითი. მაგალითად, როცა საუბრობენ მდუმარე დეპუტატებზე, ქმნიან იმის აღქმას, რომ პლენარულ სხდომებზე ყველა დეპუტატი აუცილებლად ყველაფერზე უნდა საუბრობდნენ. შეისწავლონ სხვა ქვეყნების გამოცდილება. მაგალითად, საერთაშორისო გამჭვირვალობას აფინანსებს შვედეთის სახელმწიფო, ნახონ შვედეთის პარლამენტში ყველა დეპუტატი გამოდის თუ არა სიტყვით პლენარული სხდომის დროს. კომიტეტებზე რა ხდება ამას აკვირდებიან თუ არა. ეს არაპროფესიონალიზმი არ არის, ეს არის ბოროტი განზრახვა, რომ უბრალოდ რაიმენაირად მოახდინონ დისკრედიტაცია დემოკრატიული ინსტიტუტების. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ, სწორედ აქ არის პასუხისმგებლობა დონორების, როდესაც მათი დაფინანსებით ხდება სხვა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაცია", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები