საქართველო არ ყოფილა სანქციების გვერდის ავლის ადგილი და არც მომავალში გახდება - თალაკვაძე
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე სანქციების ჯგუფის საქართველოში ვიზიტს აფასებს და ამბობს, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ წინასწარ სამარცხვინო განცხადებები ისე აკეთა, რომ შეხვედრის შინაარსი არც კი იცოდა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, რომ საქართველო არ ყოფილა სანქციების გვერდის ავლის ადგილი და არც მომავალში გახდება და რომ საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა იმისთვის, რომ სანქციებთან დაკავშირებული პირობები შესრულებულიყო.
„ყველამ ერთად ვნახეთ ელჩების განცხადებები სანქციებთან დაკავშირებით. ჩვენმა პარტნიორებმა თბილისში, პირდაპირ განაცხადეს, რომ საქართველოს აქვს საიმედო სისტემა, საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა იმისთვის, რომ სანქციებთან დაკავშირებული პირობები შესრულებულიყო. საქართველო არ ყოფილა სანქციების გვერდის ავლის ადგილი და არც მომავალში გახდება. სწორედ ეს დაადასტურეს პარტნიორებმა.ვფიქრობ, სამარცხვინო იყო ის განცხადებები, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ წინასწარ გააკეთა ისე, რომ არ იცოდნენ ამ შეხვედრის შინაარსი, არც ის, თუ რას იტყოდნენ შეხვედრის შემდეგ, ჩამოსული ელჩები. მათ წინასწარ გამოიტანეს დასკვნები, რომელიც ერთდღიანი ტყუილი იყო. ფაქტია, რომ საქართველო ვალდებულებებს იცავს, ჩვენთვის უპირველესია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, უსაფრთხოება. პირნათლად ვასრულებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც პარტნიორებთან გვაკავშირებს“, - აღნიშნა თალაკვაძემ.