რეკომენდაციების შესრულება იქნება მთავარი, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება წლის ბოლოს მიიღოს - მიშელი
"რეკომენდაციების შესრულება იქნება მთავარი, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება წლის ბოლოს“, - ეს განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბრიუსელში ევროგაერთიანების ლიდერთა სამიტის დაწყების წინ გააკეთა.
შარლ მიშელის ინფორმაციით, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსს, დეკემბერში გახდება ცნობილი. მანამდე კი, ევროკომისია გაფართოების შესახებ კიდევ ერთ მოხსენებას, სავარაუდოდ, შემოდგომით გააკეთებს.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ გადადგმულ ბოლო ნაბიჯებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს მცდელობებს, მაგრამ ვნახავთ, როგორი იქნება მოხსენება ზაფხულის შემდეგ. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოზე, რეკომენდაციების შესრულება იქნება მთავარი, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება წლის ბოლოს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.