საქართველო უფრო რთულია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პროგრესზე... ყველა კრიტერიუმი უნდა შესრულდეს - კაია კალასი
საქართველომ, მოლდოვან და უკრაინამ ყველა კრიტერიუმი უნდა შეასრულონ - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
კალასის თქმით, ესტონეთი ევროკავშირის გაფართოებას მხარს უჭერს, თუმცა, მსურველმა ქვეყნებმა ყველა რეკომენდაცია უნდა შეასრულონ.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის გაფართოებას, ჩვენ უკრაინას და მოლდოვას ვუთხარით, რომ უნდა შეასრულონ კრიტერიუმები ასი პროცენტით, მათთვის შეღავათები ამ კუთხით არ იქნება... ასე რომ, თუ შეასრულებთ კრიტერიუმებს, სამართლიანი იქნება მოლაპარაკებების დაწყება. ეს არის რთული რეფორმები, მაგრამ ისინი უნდა შესრულდეს. საქართველო უფრო რთულია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პროგრესზე. თუ ნახავთ მოხსენებას კრიტერიუმების შესრულებასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ არის დრო მუშაობისთვის. ასე რომ, ყველა კრიტერიუმი უნდა შესრულდეს“, – განაცხადა კაია კალასმა.