ტურისტული სეზონი ჩავარდნის საფრთხის ქვეშაა - რესტორატორები მოსალოდნელ ზარალზე საუბრობენ

29.06.23 17:17
ტურისტული სეზონი ჩავარდნის საფრთხის ქვეშაა - რესტორატორები მოსალოდნელ ზარალზე საუბრობენ

ტურისტული სეზონი ჩავარდნის საფრთხის ქვეშაა. შავი ზღვის რეგიონში ჯავშნები უქმდება. ამ დროისთვის, ევროპიდან ჯავშნების 20 პროცენტი გაუქმებულია.

ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ მიზეზი შავი ზღვის დაბინძურებაა, რომლის წინაშეც რუსი ოკუპანტების მიერ კახოვკის წყალსაცავის აფეთქების შემდეგ აღმოჩნდა შავი ზღვის სანაპირო. 

რაღაც ნაწილი ჯავშნები ევროპამ უკვე მოგვიხსნა, ჯავშნების 80 პროცენტი დაგვრჩა აქტიური, მაგრამ 20 პროცენტი გაუქმდა. საქართველოს ჯავშნები არ მოგვხსნია, არც ამერიკას არ გაუუქმებია, ძირითადად ამერიკის ბაზარზე ვმუშაობთ და ამერიკის ჯავშნები აქტიურია, ივლისი-აგვისტო,“ - ამბობს „თრეველ ჯორჯია ვან“ ბიზნეს დეველოპერი, ვატო ქართველიშვილი.

ტურისტების შემცირებული რაოდენობა რესტორატორებსაც რომ შეუქმნის პრობლემას, ამაზე რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე საუბრობს. ბურჯანაძე ამბობს, რომ კაშხლის აფეთქების შემდეგ შემცირებული ჯავშნების გამო, ბიზნესი სრულ მოგებას ვერ ნახავს.

ეს შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობით შავ ზღვაზე ამ დასასვენებელ ტურისტულ პერიოდისთვის გავლენა არ ჰქონდეს, მაგრამ ფსიქოლოგიური ბარიერი ყოველთვის იარსებებს და შიში იმისა, რომ დამსვენებლისთვის დისკომფორტი იქნება და არა მარტო დისკომფორტი, არამედ შესაძლებელია, ჯანმრთელობისთვის რთული სიტუაცია. მოლოდინი, რაც არსებობდა, აჭარა იქნება, თუ მთლიანად შავი ზღვის სანაპირო, რეალურად ამ შედეგს ვერ მივიღებთ, რაც იყო წინასწარ დაგეგმილი,“ - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

შემზარავი კადრები შავი ზღვის სანაპიროდან - სოხუმში ზღვამ მკვდარი ცხოველები გამორიყა.
რუსი ოკუპანტების მიერ კახოვკის წყალსაცავის აფეთქების შემდეგ, საზოგადოების ნაწილი ვარაუდობს, რომ  წყალი დაბინძურებულია.

მსგავსი სიახლეები