პრორუსმა ვალერი კვარაცხელიამ პარლამენტი დუმილით დატოვა

29.06.23 17:17
პრორუსმა ვალერი კვარაცხელიამ პარლამენტი დუმილით დატოვა

ვალერი კვარაცხელიამ პარლამენტი დუმილით დატოვა. დაპირების მიუხედავად, პრორუსმა პოლიტიკოსმა არ თქვა, რა მიზანს ესმახურებოდა მისი ვიზიტი საკანონმდებლო ორგანოში. რა ითქვა ორი საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა, ეს მხოლოდ კონსპირაციული შეხვედრის მონაწილეებმა იციან.

გახდა თუ არა კიდევ ერთხელ კვარაცხელია კრემლთან საქართველოს ხელისუფლების შუამავალი, ფრენების აღდგენის შემდეგ? ამ განცდას ერთი გარემოება აჩენს - პრორუსული პოლიტიკოსის ვიზიტი ინჯიას კაბინეტში ემთხვევა ზახაროვას დღევანდელ განცხადებას, რომ მოსკოვი ძალ-ღონეს არ იშურებს, ოღონდ აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლა აღადგინონ.

ზახაროვას განცხადებაზე კომენტარი არ გააკეთა არც ინჯიამ. "სოციალისტების" ლიდერი ამბობს, ინფორმაცია, აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე, პირველად ესმის.