სოხუმში ზღვამ მკვდარი ცხოველები გამორიყა
შემზარავი კადრები შავი ზღვის სანაპიროდან - სოხუმში ზღვამ მკვდარი ცხოველები გამორიყა. ცხოველები ზღვაში, სავარაუდოდ, რომელიმე მდინარემ ჩაიტანა. მათი დაღუპვიდან მხოლოდ რამდენიმე დღე იყო გასული.
ოკუპირებული რეგიონის მთავარმა ექიმმა ალა ბელიაევამ ხალხი დააწყნარა, ცხოველებმა გახრწნა ვერ მოასწრეს, მანამდე შეძლეს გამოტანა. მან უარყო ხალხში გავრცელებული ვერსია, რომ მკვდარი ღორები ზღვაში კახოვკის კაშხლის დანგრევის შედეგად მოხვდა.
რატომღაც დაასკვნეს, რომ ეს ღორები ჩვენთან იქიდან მოცურდნენ. კატასტროფა ორი კვირის წინ მოხდა, თან ცხელა. წარმოგიდგენიათ, აქამდე ეს უბედური ღორები რას დაემგვანებოდნენ?!“ - განაცხადა ბელიაევამ.