მოლდოვა, უკრაინა და საქართველო, ყველა მათგანი დაიმსახურებს პოზიტიურ შედეგს და გადაწყვეტილებებს - ნაუსედა
"მოლდოვა, უკრაინა და საქართველო, ყველა მათგანი დაიმსახურებს პოზიტიურ შედეგს და პოზიტიურ გადაწყვეტილებებს", - ეს განცხადება ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.
ნაუსედას თქმით, ყველა ქვეყანა სამართლიან მოპყრობას იმსახურებს იმ შემთხვევაში, თუ რეფორმებს გაატარებს.
აღმოსავლეთ ფლანგზე ყველა ქვეყანა იმსახურებს სამართლიან მოპყრობას თუ იქნება წარმატება საჭირო რეფორმების გატარების კუთხით. მოლდოვა, უკრაინა და საქართველო, ყველა მათგანი დაიმსახურებს პოზიტიურ შედეგს და პოზიტიურ გადაწყვეტილებებს. მახსოვს ჩვენი გზა ევროკავშირისკენ, შესაძლოა იყო განსხვავებული ვითარება სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, რომლის დროსაც დარეგულირდა ჩვენი სამართლებრივი სისტემა შევძელით ევროკავშირის წევრები გავმხდარიყავით," - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.