ძალიან მნიშვნელოვანია, რომ EU გაფართოვდეს, რადგან რუსეთი გვაჩვენებს, რომ აღარ არის ადგილი ნაცრისფერი ზონებისთვის - ლატვიის პრემიერი
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი გაფართოვდეს, რომ მივიღოთ უფრო მეტი ახალი წევრი, რადგან რუსეთი გვაჩვენებს, რომ აღარ არის ადგილი ნაცრისფერი ზონებისთვის", - ეს განცხადება ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, კრიშიანის კარინშიმ ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრამდე ჟურნალისტებთან ინტერვიუში.
ლატვიის პრემიერი საქართელოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებას მიესალმება, თუმცა, ამბობს, რომ უმნიშვნელოვანესია რეფორმები.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი გაფართოვდეს, რომ მივიღოთ უფრო მეტი ახალი წევრი, რადგან რუსეთი გვაჩვენებს, რომ აღარ არის ადგილი ნაცრისფერი ზონებისთვის. ასეთი ზონების რუსეთისთვის წარმოადგენს თავდასხმის ობიექტ ქვეყნებს, ამიტომ საჭიროა მოვახდინოთ რეაგირება მოლდოვის, უკრაინის, საქართველოსა და ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებით. წავწიოთ ისინი წინ და რა თქმა უნდა, ყველა პოტენციურმა წევრმა უნდა დაიცვას ყველა სტანდარტი და გაატაროს ყველა რეფორმა. ეს აუცილებლად უნდა მოხდეს, მაგრამ ჩვენ უნდა შევუწყოთ ამას ხელი, როგორც ევროკავშირის საერთო ამოცანას," - განაცხადა კრიშიანის კარინშიმ.
სამიტზე განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით არის მიწვეული ნატო-ს გენერალური მდივანი და ასევე, უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც დისტანციურად მიმართავს სამიტის მონაწილეებს.