ძალადობრივი დაჯგუფება „ალტ-ინფო“ მორიგ ჰომოფობიურ შეკრებას აანონსებს

29.06.23 18:12
ძალადობრივი დაჯგუფება „ალტ-ინფო“ მორიგ ჰომოფობიურ შეკრებას აანონსებს

"8 ივლისს, 12:00, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან ყველანი ვიკრიბებით, რათა დავიძრათ და აღვკვეთოთ ლისზე დაგეგმილი გეი ფესტივალი!" - ძალადობრივი დაჯგუფება „ალტ-ინფო“ მორიგ ჰომოფობიურ და ძალადობრივ შეკრებას აორგანიზებს.

ვიდეომიმართვას 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ერთ-ერთი ორგანიზატორი ზურა მახარაძე ავრცელებს. ზურა მახარაძე სიძულვილის ენით მოიხსენიებს ასევე, ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებს.

"პირველები" შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ცდილობს მიიღოს პასუხი - რა რეაგირება ექნება გომელაურის უწყებას დაანონსებულ ძალადობაზე. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები