"ნიშნავს აფახაზეთის აღიარებას" - დავითაია რუსულ გეგმაზე
„ამაზე წასვლა ნიშნავს აფახაზეთის აღიარებას,“ - რუსეთის განზრახვას ახალი სატრანსპორტო დერეფნის გახსნასთან დაკავშირებით და აფხაზეთის გამოყენებას კრიტიკულად აფასებს პარტია ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე.
პაატა დავითაია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის მიზნებზე საუბრობს და დარწმუნებულია, რომ ისინი რუსეთის გეგმას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ „სამართლებრივ ბეჭედს“ მიიღებენ, რაც გულისხმობს ტვირთებზე აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღმნიშვნელი ეტიკეტის დაბეჭდვას.
რატომ არის დღეს პრობლემა და რატომ იძახის ზახაროვა, რომ აფხაზეთთან არის პრობლემა, თორემ მთავარი პრობლემა რა არის, რა პრობლემას ქმნიან აფხაზები - ისინი ითხოვენ სამართლებრივ ბეჭედს, რომ აფხაზურ სამართლებრივ მოედანზე გადის მატარებელი და მათ სჭირდებათ, რომ ნებისმიერ ტვირთზე, მატარებელზე იყოს ბეჭედი დარტყმული, როგორც დამოუკიდებელი აფხაზეთი. ეს თუ გაკეთდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა ამაზე არ წავა - ამაზე წასვლა ნიშნავს აფახაზეთის აღიარებას. ამიტომ ცდილობენ, რუსები ზეწოლას აფხაზეთზე,“ - განაცხადა დავითაიამ.
პაატა დავითაია განმარტავს, რა შემთხვევაში შეიძლება დათანხმეს საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებული ტერიტორიის სატრანსპორტო დერეფნად გამოყენებას - იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს.
ორი მომენტია, როდის შეიძლება რკინიგზამ იმუშაოს - პირველი, თუ საქართველოს მებაჟეები დადგებიან ფსოუზე, თუ იქნება შეთანხმება მიღწეული, რომ ჩვენნ ვაკონტროლებთ, მაგრამ ტვირთბრუნვების გაზრდა იქნება ოკუპანტ მეზობელთან, რომელიც ომობს მთელ მსოფლიოსთან... მე ამაში პრობლემას არ ვხედავ პრობლემას, თუ რუსეთი აღიარებს, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არისსაქარტველოს ტერიტორიის ნაწილი, ასე თუ არ იქნება, მაშინ ბეჭედი, რომელსაც აფხაზები ითხოვენ, იქნება გამოყენებული აფხაზური მხარის მხრიდან მთელ მსოფლიოში რუპორად, რომ საქართველომ აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მთავრობას, არც კი გაიფიქრონ ამ მიმართულებით, იმიტომ, რომ აფხაზები არ დათმობენ, დათმობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღიარებული იქნება ტერიტორიული მთლიანობა და თუ წაღებული იქნა აღიარება და თუ დაიწყო დიალოგი სახელმწიფოებრივ მოწყობაზე,“ - ამბობს დავითაია.
რუსეთი საქართველოს გავლით სომხეთში სარკინიგზო მიმოსვლის აღსადგენად ემზადება. ეს ინფორმაცია დღეს მარია ზახაროვამაც დაადასტურა.