"ქართული ოცნება" PES-მა საკუთარი რიგებიდან გარიცხა
"ევროპელი სოციალისტების" პარტიის ვერდიქტი ცნობილია - PES-მა ქართული ოცნება საკუთარი რიგებიდან გარიცხა.
შეხვედრა დღეს, რამდენიმე საათის წინ გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოში შექმნილი მძიმე მდგომარეობა განიხილეს და ქართული ოცნების ხელისუფლების ნაბიჯებზე შეშფოთება გამოხატეს. საუბარია, პარტიის ლიდერების მხრიდან ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებზე.
PES-ში ამბობენ, რომ მმართელი პარტიის ლიდერების განცხადებები და ნაბიჯები ევროპელი სოციალისტების პარტიის ღირებულებების მიღმაა.
"პრეზიდიუმმა განიხილა საქართველოში მიმდინარე მოვლენები და გაიმეორეს წინა შეხვედრაზე გამოთქმული შეშფოთება ქართული ოცნების პოლიტიკური პოზიციებისა და პარტიის ლიდერების საჯარო განცხადებების შესახებ.
პრეზიდიუმმა დაადგინა, რომ ქართული ოცნების ქმედებები და პოზიციები PES-ის ღირებულებებისგან შორსაა". – ნათქვამია გაერთიანების განცხადებაში.