ვინ შეუკვეთა თავდასხმა მიშა მშვილდაძეზე და ჰყავდა თუ არა დაკავებულს თანამზარხველები?
მიშა მშვილდაძემ პოლიციის განყოფილება ცოტა ხნის წინ დაზარალებულის სტატუსით დატოვა. მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ორი დღის შემდეგაც უცნობია, ვინ დაუკვეთა მის წინააღმდეგ ანგარიშსწორება და რა იყო დანაშაულის მიზეზი? ჰყავდა თუ არა დაკავებულს თანამზრახველები? შს სამინისტრო დუმს. ამ დრომდე სამართალდამცველებს არ აქვთ ამოღებული არცერთი იმ კამერიდან ჩანაწერი, რომელიც თავდასხმის ადგილის მიმდებარედ, სხვადასხვა ობიექტებზეა დამონტაჟებული.
ფიზიკური ანგარიშსწორებების სერია ბოლო რამდენიმე დღეში და მხოლოდ ერთი დაკავებული. პარლამენტში დაწყებული ძალადობის წახალისების მთელ კამპანიას სამართალდამცავი უწყებები უმოქმედობით აგრძელებენ. ოცნების მუქარა კი ოპონენტების წინააღმდეგ პარლამენტიდან ყოველ დღე სულ უფრო დიდ მასშტაბზე გადის.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.