რკინიგზა აფხაზეთის გავლით - იქნება თუ არა კრემლთან ოცნების შუამავალი პრორუსი ვალერი კვარაცხელია?
იქნება თუ არა კრემლთან "ოცნების" შუამავალი პრორუსი ვალერი კვარაცხელია? რუსეთთან აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე მოსკოვი ყოველდღიურად მუშაობს. გზავნილს კრემლიდან კი პუტინისტი კვარაცხელიას პარლამენტში ვიზიტი მოყვა. რა ილაპარაკა ფრიდონ ინჯიასთან ორი საათის განმავლობაში და ვინ იყო კიდევ დახურულ აუდიენციაზე უცნობია. კვარცახელია დუმს და პირველების არცერთ შეკითხვას არ პასუხობს
არადა კრემლიდან გზავნილი გზავნილზე მოდის. მოსკოვში პრაქტიკულად ადასტურებენ, რომ ფრენების შემდეგ მოლაპარაკებები სარკინიგზო მიმოსვლის შესახებაც დაწყებულია. კრემლში უკვე ზუსტად იციან რა და როგორ უნდა გაკეთდეს. ოცნებაში არ უარყოფენ, რომ რუსეთს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა სურს, თუმცა მოლაპარაკებებს კრემლთან კატეგორიულად უარყოფენ. მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან არც ფრენების საკითხზე შემდგარა ოფიციალური პირების მოანაწილეობით მოლაპარაკებები და ყველაფერი კრემლთან ოცნების დავალებით ვალერი კვარსაცხელიამ დაალაგა.
დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.