სუსტი პუტინი დიდი საფრთხეა - ჯოზეფ ბორელი
"სუსტი პუტინი დიდი საფრთხეა", - ეს განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლმა ჯოზეფ ბორელმა გააკეთა.
ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის წინ, ბორელმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ოკუპანტი ქვეყნის პირველმა პირმა მონოპოლია დაკარგა და ახლა არასტაბილური რუსეთი მტელი მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ცხადია, პუტინი ამ კრიზისიდან უფრო სუსტად გამოდის. მაგრამ სუსტი პუტინი ასევე დიდი საფრთხეა. ამიტომ, ჩვენ ძალიან კარგად უნდა გავიაზროთ შედეგები... პუტინმა დაკარგა მონოპოლია ძალის გამოყენებაზე და, უდავოდ, არასტაბილური რუსეთი დიდი რისკია." - განაცხადა ბორელმა.