ამსუბუქებული, ამჩატებული, მსუბუქი ყოფაქცევის - პრეზიდენტის ლანძღვა "ოცნებაში" ხსნილია

29.06.23 20:37
ამსუბუქებული, ამჩატებული, მსუბუქი ყოფაქცევის - პრეზიდენტის ლანძღვა "ოცნებაში" ხსნილია

პრეზიდენტის ლანძღვა "ოცნებაში" ხსნილია. ქვეყნის მთავარსარდალს შეურაცხყოფას აყენებენ ყოველ დღე, ლიდერებიც და რიგითებიც. ამსუბუქებული, ამჩატებული, მსუბუქი ყოფაქცევის - ამ ფრაზებით მოიხსენიებდა სალომე ზურაბიშვილს დღეს, არც  მეტი არც ნაკლები ალუდა ღუდუშაური. პრეზიდენტს ყველა განცხადება თავდასხმის და შურაცხყოფის ფასი უჯდება.

მმართველ გუნდს არ მოეწონა პრეზიდენტის ინტერვიუ  "სი ენ ენ"- თან, რა დროსაც სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ გაემიჯნა ოცნების რუსულ პოლიტიკას. ქვეყნის მთავარსარდალმა თქვა, რომ  საქართველოს მთავრობა რეფორმებს არ ატარებს.  ამის მიუხედავად ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ევროპას არ შუძელია  იმედი ქართველ ხალხს გაუცრუოს.

დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები