ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში ჩვენი ახლო პარტნიორობა და ერთიანობა ატარებს უდიდეს მნიშვნელობას - ღარიბაშვილი

29.06.23 20:36
ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში ჩვენი ახლო პარტნიორობა და ერთიანობა ატარებს უდიდეს მნიშვნელობას - ღარიბაშვილი

"ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში ჩვენი ახლო პარტნიორობა და ერთიანობა ატარებს უდიდეს მნიშვნელობას, რათაც დაიცვას სიმშვიდე და სტაბილურობა არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ გლობალურად", - ამ სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერმა ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო დემოკრატიის იმავე ღირებულებებს იზიარებს, რასაც ამერიკა.

საქართველო ამაყი და თავისუფლებისმოყვარული ქვეყანაა და იზიარებს თავისუფლებისა და დემოკრატიის იგივე ღირებულებებსა და პრინციპებს, რომელზეც დგას ჩვენი მეგობრობა. ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში ჩვენი ახლო პარტნიორობა და ერთიანობა ატარებს უდიდეს მნიშვნელობას, რათაც დაიცვას სიმშვიდე და სტაბილურობა არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ გლობალურად. საქართველო დგას მყარად შეერთებულ შტატებთან, ჩვენ ერთობლივად ვიცავთ ფუნდამენტურ ნორმებს და ღირებულებებს. მინდა გამოვხატო ჩემი მადლიერება ამერიკის მთავრობის მიმართ, მისი ძლირი მხარდაჭერის საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენი პარტნიორობის ურყევი მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ მივიტანოთ ჩვენი მისწრაფება საქართველოს გამთლიანებისკენ და ჩვენი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ საზოგადოებაში,“ - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

მსგავსი სიახლეები