უნდა შეჩერდეს ისეთი დანიშნულების საქონლის ექსპორტირება, რომელიც ხელს უწყობს ბრძოლის ველზე ადამიანების კვლას - დეგნანი

29.06.23 20:42
უნდა შეჩერდეს ისეთი დანიშნულების საქონლის ექსპორტირება, რომელიც ხელს უწყობს ბრძოლის ველზე ადამიანების კვლას - დეგნანი

უნდა შეჩერდეს ისეთი დანიშნულების საქონლის ექსპორტი, რაც ხელს უწყობს ბრძლის ველზე ადამიანების დახოცვას - ეს განცხადება ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

ამერიკის ელჩი საქართველოში სანქციების ჯგუფის ერთობლივ ვიზიტს ეხმაურება და ამბობს, რომ დიდია რისკი იმისა, რომ რუსეთი მეზობლების დახმარებით შეეცადოს სანქცირებული ტვირთების ქვეყანაში შეტანას.

ისეთი დანიშნულების საქონლის ექსპორტირება, რომელიც ხელს უწყობს ბრძოლის ველზე ადამიანების კვლას, უნდა შეჩერდეს. ვაფასებთ იმ თანამშრომლობას, რაც გვაქვს უწყებებთან. ისინი აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ საქონლის ნაკადი იყოს კონტროლქვეშ. ასევე ითქვა, რომ ეს მოითხოვს ყურადღებას, სიფხიზლეს, მაშინ, როდესაც არსებობს ზეწოლა რუსეთიდან, რომ მეზობლების მეშვეობით შეიტანონ პროდუქტები, ყოველთვის შეეცდება, რომ გვერდი აუაროს სანქციებს და ახალი გზები მოძებნოს, საჭიროა ყურადღება,“ - ამბობს კელი დეგნანი.

მსგავსი სიახლეები