სუროვიკინი დაკავებული არ არის - რომან ანინი

29.06.23 21:27
სუროვიკინი დაკავებული არ არის - რომან ანინი

სუროვიკინი დაკავებული არ არის, - ამ ინფორმაციას გადაცემა რეაქციაში გამომძიებელი ჟურნალისტი რომან ანინი ახმოვანებს.

ანინი ამბობს, რომ მისმა წყაროებმა, რომლებიც რუსეთის გამოძიების ფედერალურ ბიურიოსთან არიან დაკავშირებულები, არ უდასტურეს რუსოვიკის დაკავებას.

ისინი არ ადასტურებენ, რომ სუროვიკინი დააკავეს, ადასტურებენ, რომ სუროვიკინი დაკითხეს და გაათავისუფლეს. მაგრამ გასაგებია, რომ ყელა ადმაიანის ბედი, რომლებიც პრიგოჟინთან ახლოს იყვნენ, ახლა მათი ბედი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას - მათ სიოსხლის სამართლებრივი დევნა ემუქრებათ, მათი ნაწილი შეიძლება გახდეს ფიზიკური ანგარიშსწორების ობიექტი. ისინი ახლა პუტინის თვალში მოღალატის მომხრეები არიან და ამ ადამიანებს ამას არ შეუნდობენ... დიდი ალბათობით მას დააკავებენ და იქნება ანგარიშსწორების ობიექტი,“ - განაცხადა რომან ანინმა. 
 

მსგავსი სიახლეები