როგორც შარლ მიშელმა წაიტეხა ცხვირი, ისე უნდა წაიტეხოს, როგორც ჩანს, ამ ხალხმაც ცხვირი - ვაშაძე სანქციების ჯგუფზე
სანქციების ჯგუფის ჩამოსვლას და ქართულ ოცნებასთან რბილ მიდგომას სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე აკრიტიკებს.
გიორგი ვაშაძე თვლის, რომ მმართველ ძალას პარტნიორები მკაცრად არ ესაუბრებიან და ფიქრობენ, რომ ეს მიდგომა "ქართული ოცნების" პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში შეცვლის. ვაშაძე დარწმუნებულია, რომ სანქციების ჯგუფის წევრების დამოკიდებულება მალე შეიცვლება, რადგან დარწმუნდებიან, რომ მმართველი ძალა მათ რეკომენდაციებს დაარღვევს.
რაც შეეხება სანქციების საკითხს, ზუსტად აქ არის დიდი შეცდომა, რომელიც აქ ჩამოვიდა. ფიქრობენ, რომ ამ პოზიტიური დამოკიდებულებით, რუსეთთან მოთანამშრომლე "ქართულ ოცნებას" რამენაირად გაასწორებენ. რა ვქნათ, როგორც შარლ მიშელმა წაიტეხა ცხვირი, ისე უნდა წაიტეხოს, როგორც ჩანს, ამ ხალხმაც ცხვირი,“ - ამბობს გიორგი ვაშაძე.