ლიანდაგების დატბორვისა და ნიადაგის ჩამოშლის გამო, ხარაგაულთან სამგზავრო მატარებლების მოძრაობა გაჩერებულია

29.06.23 22:29
ლიანდაგების დატბორვისა და ნიადაგის ჩამოშლის გამო, ხარაგაულთან სამგზავრო მატარებლების მოძრაობა გაჩერებულია

ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები გაჩერებულია - ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. 

მოძრაობის შეჩერების მიზეზი ლიანდაგების მიმდებარედ ნიადაგის ჩამოშლა გახდა.

ძვირფასო მგზავრებო, დასავლეთში არსებული ძლიერი წვიმის გამო, სოფელ ბაბის მიმდებარედ, სანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა უხვმა რაოდენობის წყალმა ლიანდაგები დატბორა. ასევე გამოიწვია ლიანდაგების მიმდებარედ ნიადაგის ჩამოშლა. ორივე მიმართულებით მოძრაობა გაჩერებულია. კერძოდ, შეჩერებულია ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები. საქართველოს რკინიგზამ სამუშაო ძალის მაქსიმალური მობილიზება განახორციელა და მიმდინარეობს გაწმენდა/აღდგენითი სამუშაოები. ამ ეტაპზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით შეუძლებელია. დროის მოკლე მონაკვეთებში განვაახლებთ ინფორმაციას“, - აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები