ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ხვალ საქართველოში ჩამოვა
საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვევა. მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი თბილისში 30 ივნისს ჩამოვა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეხვედრას გამართავს პრეზიდენტთან, პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე, იუსტიციის მინისტრთან.
საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ კი ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება.
მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან და იუსტიციის მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და წეროვანის დევნილთა დასახლებას.
ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიღებს“,- წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.