ქოცების ხელში არ გვყავს არმია იმ ფორმაში, რომ რომც მოინდომოს ვინმემ, შეტევითი ოპერაცია აწარმოოს - ბოკერია მეორე ფრონტის გახსნაზე
"თუ სტატუსი მოგვცეს, არავის შეექმნას განცდა, რომ ნაკლებად საგანგაშო ვითარება გვაქვს, რეჟიმის შეცვლას სჭირდება საზოგადოების მობილიზება," - ეს განცხადება ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გააკეთა.
ბოკერია განმარტავს, რა სტრატეგიით მუშაობს ახლა "ქართული ოცნება" და როგორ შეეცდება საზოგადოებრივი აზრის შექმნას სტატუსის მიღება-არმიღების შემთხვევაში.
ქართული ოცნების მავნებლობის მიუხედავად, თუ მოგვცეს სტატუსი, ამას რეჟიმი გამოიყენებს - იტყვის, ნახეს, რამდენს მივაღწიეთ. ხალხს უნდა ვუთხრათ სიმართლე, ხალხო, ამ რეჟიმის ხელში რომც მივიღოთ, ეს არ გვშველის, არ მოიტყუოთ თავი - განგაშის განცდა არ შეგინელდეთ. მეორე შემთხვევაშიც, თუ არ მოგვცეს, რეჟიმი ემზადება ამისთვისაც - წინასწარ აქვთ ნათქვამი, რომ ქართველ ხალხს ეტყვიან უარს, ზურგს შეგვაქცევენ... თუ არ მოგვცეს, რისი ალბათობაც მაღალია, ეს არ არის ქართველი ხალხისთვის უარის თქმა, ეს ნიშნავს შეხსენებას ჩვენთვის, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი საქმე გასაკეთებელი ქვეყნის შიგნით... ის სიცრუე, რომ კანდიდატის სტატუსი იმიტომ არ მოგვცეს, რომ ომი არ დავიწყეთო და მოლდოვას არმია არ ჰყავსო, უნდა ვუთხრათ, რომ ხალხო, ქოცების ხელში ჩვენც არ გვყავს არმია იმ ფორმაში, რომ რომც მოინდომოს ვინმემ, შეტევითი ოპერაცია აწარმოოს, ეს არის ტყუილი, დასავლეთს აქვს პრაგმატული ინტერესი, რომ რუსეთის იზოლაციის პირობებში საქარტელო ამ რეგიონიდან იყოს ალტერნატივა ენერგო და ტვირთებისთვის", - ამბობს ბოკერია.