მგონია, რომ სუს-ის დაორგანიზებულია, სუს-ის ფოტოგრაფი დავინახე - მშვილდაძე
თავდასხმა მიშა მშვილდაძეზე - ფორმულას რთ-ერთი დამფუძნებელი დარწმუნებულია, რომ მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება სუს-ის მიერ ორგანიზებულია.
მიშა მშვილდაძის თქმით, ახლა ქართული ოცნება მის წინააღმდეგ პროპაგანდას აგორებს, თითქოს, მასზე ანგარიშსწორება პატრიარქის შეურაცხყოფის გამო მოხდა. მშვილდაძე იხსენებს, რომ თავდასხმამდე სუს-ის ფოტოგრაფი დაინახა.
მშვილდაძის თქმით, ვიდეოკადრებში, რაც მან ნახა, კარგად ჩანს, რომ მის გადაადგილებას აკონტროლებდნენ.
ვაჩვენეთ კადრები, რა მოძრაობები, რა ტრაექტორიები, ყველაფერს თავისი ლოგიკა რომ აქვს - ასეა, მოძრაობები, ტემპი - ორი სუპერვაიზერია ოპერაციის, 4 ტიპი არიან, კიდევ ორნი არიან, ორი მანქანა წრეზე მოძრაობს მიყოლებით... 4 კაცი გამზადებული იმისთვის, რომ პროპორციულად დისპროპორციული ძალა გამოიყენოს. უამრავი კამერაა იქ, თითოეული აჩვენებს ძალიან ბევრ დეტალს და გვეხმარება იდენტიფიცირება მოვახდინოთ, თუ დადასტურდა, რომ ისინი სუს-ში მუშაობენ და ისე იქცევიან, როგორც იქ იქცევიან, ხომ ნათელი ხდება ყველაფერი," - ამბობს მშვილდაძე.
მშვილდაძე დარწმუნებულია, რომ თავდასხმების სერია გაგრძელდება და არ გამორიცხავს, რომ მომდევნო სამიზნე მთავარი არხის ჟურნალისტი ბექა ყორშია იყოს.
მინდა, დავამტკიცო, რომ ეს იყო სუს-ის მიერ ორგანიზეული, მაღალი ალბათობით. ძალიან დიდი ბოდიში სუს-თან, თუ ამ სირ&&ებს, თქვენ გარდა სხვა აკეთებს. ასე მგონია, რომ ესაა სუს-ის მიერ დაორგანიზებული, თავიდან ბოლომდე დადგმული, აბსოლუტურად მოტივირებული... სახელმწიფოა ჩართული ამაში, ძალოვანი სტრუქტურები, გახრწნილობის ბოლო სტადიაა,“ - ამბობს მიშა მშვილდაძე.