პრემიერ-მინისტრის ანგარიში პარლამენტში - "ოცნება" დღეს ოპოზიციისგან დესტრუქციას ელოდება
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე პრემიერ-მინისტრის მოსმენაზე ოპოზიციისგან დღეს დესტრუქციას ელოდება.
სარჯველაძე აცხადებს, რომ ძალზე შთამბეჭდავია მონაცემები, რომელსაც პრემიერის ანგარიში მოიცავს, თუმცა სარჯველაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიცია შეეცდება ქვეყნის რეალური პროგრესისთვის ხელისშემშლელი ფაქტორები გააჩინოს
„ძალზე შთამბეჭდავია მონაცემები, რომელსაც მოიცავს ანგარიში. შესრულებულია რასაკვირველია, მაღალ დონეზე და მე მოლოდინი და ინტერესი მაქვს, რომ საუბარი იყოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ. რაც საგანგებოდ უნდა აღინიშნოს არის ის, რომ ანგარიშში ნაჩვენებია ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარეობა. თუმცა, მოლოდინი მაქვს, რომ ოპოზიცია შეეცდება ქვეყნის რეალური პროგრესისთვის ხელისშემშლელი ფაქტორები გააჩინოს და ამის სიმულაცია გამოხატონ, დესტრუქციული როლი ითამაშონ. ისინი ცდილობენ არა გარემოებებიდან გამომდინარე გააკეთონ დასკვნები, არამედ უსაფუძვლო დასკვნები შესთავაზონ საზოგადოებას, შეეცდებიან ქვეყნის ყველა წარმატებიდან ყურადღება გადაიტანონ საკითხებზე, რომელთა მიმართებაშიც მათ შეუძლიათ დესტრუქციული მუხტის გაზრდა“, - განაცხადა სარჯველაძემ.