"ტვ პირველის" რეპორტიორისთვის არ მიგინებია" - წყობიდან გამოსული "ოცნების" დეპუტატი თავს იმართლებს

30.06.23 11:09
"ტვ პირველის" რეპორტიორისთვის არ მიგინებია" - წყობიდან გამოსული "ოცნების" დეპუტატი თავს იმართლებს

წყობიდან გამოსული "ოცნების" დეპუტატი ირწმუნება, რომ "ტვ პირველის" რეპორტიორისთვის არ უგინებია.

ლევან მგალობლიშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ მან მხოლოდ აქციის მონაწილეს მიუთითა სიტყვიერად.

"ვინ არის ნანუკა ქაჯაია, კაცი დგას ძალიან უწმაწური წარწერით და მაგას ვუთხარი. ჩემი საქმეა ვის როგორ ვუპასუხებ, ჩემს საქციელზე მე ვაგებ პასუხს. ნანუკა ქაჯაიასთავის მე არ შემიგინებია, როგორ გეკადრებთ". - ამბობს მგალობლიშვილი.

 

მსგავსი სიახლეები