მოვედით, რომ "ოცნებას" ვუთხრათ, რომ არიან რუსები - ირაკლი ნადირაძე

30.06.23 11:34
მოვედით, რომ "ოცნებას" ვუთხრათ, რომ არიან რუსები - ირაკლი ნადირაძე

"მოვედით იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რომ არიან რუსები" - ამის შესახებ ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე საუბრობს, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე აქციას უერთდება. ოპოზიციის წევრის თქმით, "ქართულ ოცნებას" არ მოსწონს, რომ ნიღაბი ჩამოეხსნა და მათი რუსობის ამბავი ყველამ შეიტყო, რადგან ამ ფაქტით მათ ბევრი ამომრჩეველი დაკარგეს. 

მთავარი სათქმელი იცის ჩვენმა მოსახლეობამ, არის ის, რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ ირკლი ღარიბაშვილს და „ოცნების“ დეპუტატებს, რომ ისინი არიან რუსები, ისინი წარმოადგენენ კრემლის ფილიალს ამ ქვეყანაში. ძალიან არ მსოწონთ და ბოდიში ჟარგონოსთვის, „უტყდებათ“ რუსებს რომ ვეძახით. არა იმიტომ, რომ რუსები არ არიან, გულის სიღრმეში ალბათ ეს უხარიათ კიდეც, არამედ მხოლოდ იმის გამო, რომ არ რუსობის გამო ჩამოეხსნათ მათ ნიღაბი ბოლომდე  და უკრაინის ომმა ეს ყველაფერი და გამოჩნდნენ, რომ რუსები არიან და ამ რუსობის გამო მათ დაკარგეს მრავალრიცხოვანი ამომრჩეველი. ერთაერთ რამეზე ნერვიულობენ, რომ ღიად გაიშიფრნენ, რომ არიან რუსები და შესაბამისად, ვეღარ მიიღებენ იმ მხარდაჭერას. მოვედით, რომ ვუთხრათ, რომ არიან რუსები და „არა რუსულ მთავრობას და არა რუსულ პარლამენტს“, - ამბობს ნადირაძე. 

მსგავსი სიახლეები