უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა - პრემიერი
ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ უმუშევრობის დონე საქართველოში ისტორიულ მინიმუმზეა.
პრემიერის განცხადებით, წელს პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 70 000-ით გაიზარდა და შეადგინა მილიონ 271 ათასი.
"ეკონომიკური აქტივობის მაღალ ზრდასთან ერთად, გაიზარდა ინკლუზიურობა. შემცირდა როგორც უმუშევრობის დონე, ასევე სიღარიბე. უმუშევრობის დონე პატივცემულო დეპუტატებო, წინა წელთან შედარებით შემცირდა მნიშვნელოვნად და მიაღწია ისტორიულ მინიმუმს- 17,3%. აქვე შეგახსენებ, რომ 2012 წელს, როცა ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება, უმუშევრობის დონე 27% იყო. წელს პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 70 000-ით გაიზარდა და შეადგინა მილიონ 271 ათასი."- განაცხადა პრემიერმა.
პარლამენტში პრემიერი, ამ წუთებში, წლიურ ანგარიშს წარადგენს.