შიდა მტრების დესტრუქციული ქმედებები წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის, სტაბილურობისთვის - პრემიერი
"არა მხოლოდ გარე საფრთხეები გვაქვს, არამედ შიდა მტრების დესტრუქციული ქმედებები წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის, სტაბილურობისთვის," - ეს განცხადება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.
პრემიერმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ოპონენტები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეკონომიკის განვითარებას ხელს უშლიან ოპოზიციის წარმომადგენლები.
ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენმა მთავრობამ შეძლო საქართველო გამხდარიყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვიწევს მუშაობა ვითარებაში, როცა არა მხოლოდ გარე საფრთხეები გვაქვს, არამედ შიდა მტრების დესტრუქციული ქმედებები წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის, სტაბილურობისთვის. ის, რაც ქართულმა ოცნებამ შეძლო ბოლო 10 წლის განმავლობაში არის მართლაც უპრეცედენტო, ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი, უწყვეტი სტაბილური პერიოდი, რაც არის საფუძველი ჩვენი ქვეყნის განვითარების", - თქვა ღარიბაშვილმა.