დემოგრაფიული საკითხების გაუმჯობესებაზე უმოკლეს ვადაში წარმოგიდგენთ ინიციატივებს - პრემიერი
როგორ გამოსწორდება დემოგრაფიული პრობლემები - პრემიერი სამოქმედო გეგმის და ინიციატივების წარგენას უახლოეს მომავალში აანონსებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან თქვა, რომ სამუშაო ჯგუფები, რომელიც დემოგრაფიის საკითხებზე მუშაობენ, სამოქმედო გეგმას ძალიან მალე წარუდგენენ საზოგადოებას.
დემოგრაფიის თაობაზე პარლამენტთან დავიწყეთ აქტიური მუშაობა, შექმნილია სამუშაო საბჭო და ამ მიმართულებით, ჩვენი ბოლო შეკრების გადაწყვეტილება იყო შემდეგი, რომ შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, ჩვენ ძალიან მალე, უმოკლეს ვადაში წარმოგიდგენთ ინიციატივებს, რომელიც იქნება მიმართული დემოგრაფიული საკითხების გაუმჯობესებაზე და ოჯახების გაძლიერებაზე,“ - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.