ხმაური პარლამენტში - პრემიერის მხრიდან ოპოზიციის მოღალატედ შერაცხვას დაპირისპირება მოჰყვა

30.06.23 12:40
ხმაური პარლამენტში - პრემიერის მხრიდან ოპოზიციის მოღალატედ შერაცხვას დაპირისპირება მოჰყვა

პრემიერი ოპოზიციას ქვეყნის ღალატში ადანაშაულებს. საპარლამენტო ტრიბუნიდან ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებდა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები პარტნიორებს სთხოვენ, რომ საქართველომ წლის ბოლოს სტატუსი ვერ მიიღოს.

ღარიბაშვილის ამ განცხადებას პარლამენტში ხმაური მოჰყვა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მოუწოდეს პრემიერს, რომ დაესახელებინა გვარები, ვინც ოპოზიციიდან სტატუსის არმიღებას ითხოვს. ოპოზიციონერების მოთხოვნას, ქართული ოცნების დეპუტატებმა უპასუხეს რეპლიკით - „იკითხეთ და გეუბნებით - „სამადაშვილი და ჭიჭე ვაშაძე“.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პოლარიზაცია არის ის, რაც არ შესრულებულა. პრემიერის თქმით, პარტნიორებს ის ეუბნება, რომ პოლარიზაციის შემცირება თუ უნდათ ქვეყანაში, მათ სტატუსი უნდა მისცეს საქართველოს. პოლარიზაციის გამწვავებაში ღარიბაშვილი ოპოზიციას ადანაშაულებს.
 

ჩვენ კონკრეტული ფაქტები მოგვახსენეს ევროპელმა კოლეგებმა, გვარებზეც იყო საუბარი, როცა ჩადიან ჩვენი უპასუხისმგებლო ოპოზიციის წარმომადგენლები, სთხოვენ, საჯაროდ აცხადებენ, რომ არ უნდა მიიღოს სტატუსი საქართველომ ქართუყლი ოცნების პირობებში, წარმოიდგინეთ რამხელა ღალატია ეროვნული ინტერესების და ხალხის ინტერესების,“ - ამბობს პრემიერი.
 

მსგავსი სიახლეები