"უპასუხისმგებლოები", "ომის პარტია", "მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ" - ღარიბაშვილი ოპოზიციას
"უპასუხისმგებლოები", "ომის პარტია" - ამ სიტყვებით მიმართავს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას საპარლამენტო ტრიბუნიდან.
ირაკლი ღარიბაშვილი ოპონენტებს მეორე ფრონტის გახსნაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მათ აგვისტოს ომის შემდეგ სანქციების დაწესება არ მოუთხოვიათ.
„ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ოკუპაცია, რუსული საოკუპაციო ძალები აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ბაზირებას. ოკუპაცია, მოგეხსენებათ, რომ არის გამოწვევა, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას მემკვიდრეობად დახვდა. საზოგადოებას მინდა გავახსენო, რომ აგვისტოს ომის შემდეგ არცერთ ქვეყანას, მათ შორის არც ჩვენ, არ დაგვიინიცირებია რაიმე კონკრეტული ზომების მიღება ოკუპანტი ქვეყნის, ოკუპაციის შესაჩერებლად დასაგმობად. მე ვგულისხმობ სანქციებს. დღეს გამოდიან და სთხოვდნენ ეს ადამიანები, ომის დაწყების დღიდან იწყებდნენ ეროვნული სანქციების დაწესებას, გახსოვთ რამხელა კამპანია აწარმოეს, რომ ამ სანქციების დაწესებით, უნდოდათ ომის მიღწევა, მეორე ფრონტის გახსნის მიღწევა უნდოდათ და ქვეყნის განადგურება უნდოდათ ამათ, ისე, როგორც გაანადგურეს ერთხელ ქვეყანა, ასევე უნდოდათ გაენადგურებინათ მეორედ ქვეყანა, ამ უპასუხისმგებლო, ომის პარტიას. ჩვენ ვთქვით საჯაროდ და ღიად, რომ ჩვენ არ გადავდგამთ არცერთ ნაბიჯს, რომელიც დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს... გაუბედურებული, საცოდავები ხართ, არაფერი სათქმელი აღარ გაქვთ,“ - ამბობს ღარიბაშვილი.