"მოღალატე ხარ, შე რუსო" - ხმაური პარლამენტში და ოპოზიციის მიმართვა პრემიერს
"მოღალატე ხარ, შე რუსო მართლა" - ამ სიტყვას იმეორებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლის პარალელურად.
ოპოზიციის გაღიზიანება პრემიერის მიერ ოპონენტების ღალატში დადანაშაულებას მოჰყვა. პრემიერი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია პარტნიორებს პირდაპირ სთხოვს, რომ საქართველომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში სტატუსი არ მიიღოს.
მათ ჩაიდინეს ღალატი ჩვენი ეროვნული ინტერესების მიმართ, - მიმართა ღარიბაშვილმა ოპოზიციას.