თეთრი ფურცელი სხდომათა დარბაზში - თინა ბოკუჩავას პროტესტი
თეთრი ფურცელი სხდომათა დარბაზში - თინა ბოკუჩავას პროტესტი. დეპუტატმა თეთრი ფურცელი პროტესტის ნიშნად დაიჭირა ხელში.
ბოკუჩავასთვის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები მიუღებელია, რომელიც ოპოზიციას ღალატში და მეორე ფრონტის გახსნაში ადანაშაულებს.
თეთრი ფურცლის ჩვენებით თინა ბოკუჩავამ გააპროტესტა ის დაკავებები, რომელიც პარლამენტის წინ რამდენიმე კვირის წინ მოხდა. სამართალდამცავებმა მოქალაქეები დააკავეს იმიტომ, რომ ბანერზე დატანილი შინაარსი მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა.