ზურა ჯაფარიძე ანტიეროვნულ საქმეს ეწეოდა და ახალგაზრდებს გზას უბნევდა - პრემიერი

30.06.23 13:13
ზურა ჯაფარიძე ანტიეროვნულ საქმეს ეწეოდა და ახალგაზრდებს გზას უბნევდა - პრემიერი

პრემიერმა წლიური ანგარიშის წარდგენისას ჯარში გაწვევის საკითხზეც ისაუბრა და ზურა ჯაფარიძე ანტიეროვნული საქმის კეთებაში დაადანაშაულა. ირაკლი ღრაიბაშვილის თქმით, ოპოზიციონერმა ლიდერმა ახალგაზრდებს გზა აუბნია, როდესაც ჯარში ნებაყოფლობით წასვლის ინიციატივით გამოვიდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე საოკუპაციო ხაზთან გამართული პერფორმანსი გაიხსენა და პროტესტის მონაწილეებს ს"სამარცხვინოები" უწოდა. 

ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი იყო რეზერვის საკითხი და ზოგადად ჯარში გაწვევის საკითხი. აქ წარმოიდგინეთ, რამხელ ანტიეროვნული საქმე ჩაიდინა ჩვენმა ოპოზიციამ. მათი სატელიტი ბატონო ზურა „გირჩი“ პირდაპირ ჩართული იყო და არის ჩართული ჩვენი ახალგზრდების შეცდომაში შეყვანის საქმეში. 10 ათას მეტ ადამიანს გზა აუბნიეს, რა თქმა უნდა, ეს ვფიქორბ, რომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ეს საკითხი რეგულირებულიყო, ერთის მხრივ, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში არიან. ჩვენ ხელისუფლება გამოვდივართ, ვიძახით, რომ ჯარი უნდა გავაძლიეროთ და უამრავ ძალინ მნიშვნელოვან პროექტებს ვაკეთებთ, მეორე მხრივ, არ მინდა გავიმეორო, რა მაგალიტს აძლევს ოპოზიია. თქვენ გახსოვთ ყველაზე სამარცხვინო ქმედება, რომელიც მათ ჩაიდინეს, როცა საოკუპაციო ხაზთან დადგენენ შარვალჩახდილები და შემდგე ეს ადამიანები გამოდიან, გველაპარაკებიან პატრიოტიზმზე, - თქვა პრემიერმა. 

მსგავსი სიახლეები