2007 წელს გავიდა რუსული ჯარი ქვეყნიდან, რამდენიმე თვეში, შემოაბრუნეს - ღარიბაშვილი

30.06.23 13:13
2007 წელს გავიდა რუსული ჯარი ქვეყნიდან, რამდენიმე თვეში, შემოაბრუნეს - ღარიბაშვილი

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს აგვისტოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს. ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან წინა ხელისუფლება კვლავ ომის დაწყებაში დაადანაშაულა.

2007 წელს გავიდა რუსული ჯარი ქვეყნიდან, რამდენიმე თვეში, შემოაბრუნეს რუსული ჯარი, შემოაბრუნეს, აი ამათ, ამ ადამიანებმა. მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი, მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერმინისტრი ორჯერ და ძალიან კარგად ვიცი ყველა თქვენი ნაბიჯი, რაც გაკეთებული გაქვთ. სამწუხაროდ, ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვის მიზნით, ბევრი რამის თქმა არ შეიძლება, არ ვიტყვი, მაგრამ თქვენ კარგად იცით, რომ ძალიან დიდი შეცდომები კი არა, მე ვიტყოდი ღალატი ჩაიდინეთ. ტერიტორიების გარდა, 100-ზე მეტი ახალი სოფელი ჩააბარეს, კოდორის ხეობა რატომ დაკარგეს ამ ადამიანებმა? პასუხი გაგვცენ ამ ადამიანებმა, რატომ ჩააბარეს კოდორის ხეობა. [ რამე ახალი თქვი, ზეპირად ვიცით] რას ნიშნავს ახალი ვთქვა, ესე იგი წარმოიდგინეთ, მათთვის არაფერს არ წარმოადგენს ჩვენი ტერიტორიების დაკარგვა, ამაზე დიდი უბედურება, ტრაგედია რა შეიძლება იყოს, რომ ოპოზიციონერი კი არა, პოლიტიკოსად წოდებული ვიღაც არარაობები გვეუბნებიან, რომ ეს თემა დავამთავროთ თურმე", - თქვა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები