რეზოლუციის სპონსორი და ხელმომწერი იყო დესტრუქციული ომის პარტიის მთავარი დედა პარტია, EPP - ღარიბაშვილი
"ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო მტრული რეზოლუცია" - ამ სიტყვებით აფასებს ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციას.
პრემიერმა ევროპის სახალხო პარტია მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სტატუსის მიღებაში ქვეყანას ხელი სწორედ მათმა რეზოლუციამ შეუშალა ხელი.
თუ ვინმემ რაიმე არ გააკეთა სტატუსის მისაღებად და ამ რეკომენდაციის შესრულებისთვის, ეს არის უპასუხისმგებლო ოპოზიცია, ომის პარტია, რომელსაც არ სურს რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ისინი ეწევიან საბოტაჟს, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამის კონკრეტული მაგალითები მინდა მოგიყვანოთ. შარშან, როცა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ისტორიული მომენტი, როცა ევროპულ საბჭოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება და გადაეწყვიტა, თუ რომელი ქვეყნისთვის უნდა მიეცა სტატუსი. ამ გადაწყვეტილებამდე, ევროპელი ლიდერების შეკრებამდე რამდენიმე კვირით ადრე, მე შეგახსენებთ, რომ მიღებული იქნა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო მტრული რეზოლუცია, ვინ იყო რეზოლუციის ავტორი და ხელმომწერი? ამ რეზოლუციის სპონსორიც, ინიციატორიც და ხელმომწერიც იყო, ვიმეორებ, აი ამ დესტრუქციული ომის პარტიის მთავარი დედა პარტია, ევროპის სახალხო პარტია. კითხეთ მათ, თუ გააკეთეს რაიმე, ან საჯარო მოწოდება, ან თხოვნა ან დემარში ასეთი ისტორიული გადაწყვეტილების მიღებამდე, ასეთი უსამართლო, დაუმსახურებელი რეზოლუციის მიღება იქნებოდა შემაფერხებელი ბარიერი ევროპელი ლიდერებისთვის, მათ შორის სკეპტიკურად განწყობილი ლიდერებისთვის", - ამბობს ღარიბაშვილი.