პრემიერა "საქართველო - შავი ხვრელების სამშობლო" ჩაშლილია, სპექტაკლი დამთავრებულია - ოდიშარია

30.06.23 13:24
პრემიერა "საქართველო - შავი ხვრელების სამშობლო" ჩაშლილია, სპექტაკლი დამთავრებულია - ოდიშარია

"პრემიერა ჩაშლილია, სპექტაკლი დამთავრებულია, კამპანია გაცუდებულია" - ეს განცხადება ქართული ოცნების დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ გააკეთა.

დეპუტატმა ოპოზიცია გააკრიტიკა სანქციებიდან გვერდის შესაძლო ავლასთან დაკავშირებული განცხადებების გამო. ოდიშარიას თქმით, ოპოზიციის კრიტიკას პასუხი სანქციების ჯგუფის წევრების ვიზიტმა გასცა.

„ჩვენ უკრაინაში დაწყებული ოკუპაციის დღიდან ვართ მომსწრეები საქარტველოს წინააღმდეგ ნაწარმოები შავი პრ კამპანიის და იმ ჩაშლილი საშინელებათა პრემიერის სამუშაო სახელწოდებით "საქართველო - შავი ხვრელების სამშობლო", რომელსაც წერტილი დაუსვეს ძალიან ავტორიტეტულმა ადამიანებმა... პრემიერა ჩაშლილია, სპექტაკლი დამთავრებულია, კამპანია გაცუდებულია, მაგრამ ტრეილერი არ ვიცი, ინერციით მაინც გრძელდება, ამიტომ გთხოვთ, გვიამბოთ შეხვედრების შინაარსი,“ - ამბობს ოდიშარია.

მსგავსი სიახლეები