აქციის მონაწილე ძმები დააკავეს, სად იყო პოლიცია, როცა "ოცნების" დეპუტატმა ჟურნალისტს აგინა? - ირაკლი ნადირაძე

30.06.23 13:29
აქციის მონაწილე ძმები დააკავეს, სად იყო პოლიცია, როცა "ოცნების" დეპუტატმა ჟურნალისტს აგინა? - ირაკლი ნადირაძე

ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე პარლამენტის წინ დაკავებებს ეხმიანება და პოლიციას ორმაგ სტანდარტში ადანაშუალებს. ოპოზიციის წევრის აინტერესებს, სად იყვნენ პოლიციელენბი მაშინ, როცა ცოტა ხნის წინ "ოცნების" დეპუტატმა "ტვ პირველის" ჟურნალისტს აგინა. 

დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის ორი წევრი ძმები პაპაშვილები მხოლოდ შეძახილების გამო. არანაირი უწმაწური და უზრდელი სიტყვები აქ არ ყოფილა და მავარი კითხვა, რაც არის ამ პოლიციეებთან, თუ პოლიციელები ჰქვიათ, „ოცნების“ დეპუტატი რომ მოვიდა აქ და მისი შვილის ტოლა ადამიანს რომ დედა აგინა, მაშინ სად იყვნენ ეს ადამიანები?, ეს არის ორმაგის სტანდარტი, - ამბობს ირაკლი ნადირაძე. 

პრემიერის სიტყვით გამოსვლის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან მისულ აქციის მონაწილეებს პოლიცია აკავებს. "პირველების" ინფორმაციით, პოლიციამ სკოლის მოსწავლე საბა პაპაშვილი და მისი ძმა. 

 

მსგავსი სიახლეები