ივანიშვილს აჭარა იმიტომ არ უყვარს, რომ სააკაშვილმა ააღორძინა - ხაჯიშვილი
მიტოვებული აჭარა და ჩაშლილი ინფრასტრუქტურული პროექტები -სწორედ ამ საკითხზე ჰქონდა კითხვა ენმ-ს წევრს დავით ხაჯიშვილს პრემიერთან.
მისი თქმით, აჭარას იმიტომ არ ექცევა ყურადღება, რომ ის მიხეილ სააკაშვილს ძალიან უყვარდა და უყვარს.
ისევ ბოღმა და ზიზღი... წლიდან წლამდე არაფერი იცვლება თქვენს გამოსვლაში. ხულო-ზარზმის გზაზე საშინელი ვითარებაა, გზა ატალახებულია. მძიმე მდგომარეობაშია აჭარა. როდის აპირებთ ამ გზების რეაბილიტაციას.
გასაგებია, რომ ივანიშვილს აჭარა არ უყვარს, იმიტომ, მიშა სააკაშვილს უყვარს. მან ააღორძინა და ააყვავა.