რას უშვრება ვაზიანში სამხედრო ნაწილებს - გადააქვს სხვაგან? - ჭანკოტაძე პრემიერს
„კარგი იქნება, რომ პრემიერი იყოს თვითონ, შეკითხვას რომ ვუსვამ, გასულია, ვის დავუსვა შეკითხვა,“ - ამ სიტყვებით მიმართა დევი ჭანკოტაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს.
დევი ჭანკოტაძის მიერ კითხვის დასმის დროს, პრემიერი სხდომატა დარბაზში აღარ იმყოფებოდა.
ჭანკოტაძეს ღარიბაშვილისგან სურს მოისმინოს, რას უპირებს ვაზიანის სამხედრო პოლიგოპნს, თუ სამოქალაქო აეროდრომის აშენებას გეგმავს 2024 წელს.
პირველი შეკითხვა არის ის, რომ ვაზიანის აეროდრომი სამოქალაქოთა ბორტების უსაფრთხოების ფრენის რეჟიმი არ დაუშვებს იმას, რომ მაგის გარშემო იყოს სამხედრო ნაწილები. იცით, რომ ორი დიდი ნაწილია სამხედრო შენაერთი, პლუს ამას, არის ყველაზე დიდი სამხედრო პოლიგონი, ერთადერთი პოლიგონია, სადაც შეიძლება, რომ ბატალიონის დონის და ზემოთ ტაქტიკური სწავლება ჩატარდეს საბრძოლო სროლით. აგრეთვე არის სასწავლო ცენტრი. ფიზიკურად არ შეიძლება, რომ იყოს სამოქალაქო აეროდრომი და გარშემო იყოს სამხედრო ნაწილებს. რას უშვრება ამ სამხედრო ნაწილებს - გადააქვს სხვაგან? ათეულობით ლარია დახარჯული ამ სისტემის აწყობაში,“ - განაცხადა დეპუტატმა.
ჭანკოტაძეს კითხვები აქვს ნატო-ს სამიტთან დაკავშირებითაც, რა გზავნილი ექნება საქართველოს მთავრობას ნატო-ს წევრი ქვეყნების მისამართით - გაჟღერდება თუ არა ისევბ ქვეყნის სურვილი, გახდეს სამხედრო ალიანსის წევრი.
მეორე შეკითხვა, 12-ში როგორც ვიცით, ნატოს სამიტი ტარდება და კარგი იქნება გვიპასუხოს, რა მესიჯები მიაქვს ჩვენ ოფიციალკურ თბილის სამიტზე - პირველ რიგში, მაინტერესებს, უჭერს თუ არა ოფიციალური თბილისი უკრაინას მხარს. იქნება მესიჯი, რომ კიდევ უნდა საქართველოს ნატო-ში შესვლა და მესამე, იქნება ჩვენი მხრიდან მოთხოვნა დაყენებული, რომ გადმოგვცეს თანამედროვე დასავლური იარაღი უფასოდ,“ - ამბობს დევი ჭანკოტაძე.