რიჟვაძემ ლაჩრულად წავაგეთ ომიო და ერთი საჯარო შენიშვნა რატომ არ უთხარით? - ელისაშვილი პრემიერს
რახან თქვენიანია, ამიტომ შეუძლია ჯარს შეურაცხყოფა მიაყენოს ? - ამ კითხვით მიმართა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პრემიერს.
ალეკო ელისაშვილმა აჭარის მთავრობის მეთაურის ის განცახდება გაიხსენა, როდესაც თორნიკე რიჟვაძემ აგვისტოს ომს ლაჩრულად წაგებული უწოდა. დეპუტატის თქმით, პრემიერს მისთვის საჯარო შენიშვნა უნდა მიეცა.
ბატონი რიჟვაძე რომ გამოვიდა ამასწინ და თქვა, რომ 2008 წელს ლაჩრულად წავაგეთ ომიო და ერთ ქვაბში ჩაყარა ყველა, ვინც იქ ილაჩრა და ვინც არ ილაჩრა და იმამაცა, ვინც თავი გაწირა საქარტელოსთვის და ყველას, რომ შეურაცხყოფა მიაყენა, ერთი საჯარო შენიშვნა რატომ არ უთხარით, რახან თქვენიანია, ამიტომ შეუძლია ჯარს შეურაცხყოფა მიაყენოს და დანარჩენ ოპოზიციას თუ სხვას არ შეუძლია? ან თვითონ რატომ არ განმარტა ადმაიანურად, როგორ ვერ ამოღერღა ერთი ბოდიში, შეცდომა ყველას მოგვდის, საძაგელი შეცდომებიც მოგვდის და ეს იყო სწორედ საძაგელი შეცდომა, რატომ არ თქვა ერთი ბოდიში ჯარისკაცების მიმართ,“ - ამბობს ელისაშვილი.
ალეკო ელისაშვილი ასევე დაინტერესდა, რას აკეთებს პრემიერი და მთავრობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გასათაბისუფლებლად.