პრემიერის სკანდალური განცხადება - წილოსანი ოპონენტებს მოსმენილის გააზრების უნარს უწუნებს

30.06.23 13:53
პრემიერის სკანდალური განცხადება - წილოსანი ოპონენტებს მოსმენილის გააზრების უნარს უწუნებს

"ოცნების" წევრი ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ პრემიერის განცხადება იმის შესახებ, რომ ომის ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის ნატოში გაწევრიანების სურვილი იყო, თანხვედრაში მოდის სტრატეგიული პარტნიორების განცხადებებთან და მათ ვინც ეს ვერ გაიგო, წილოსანი ამბობს, რომ წაკითხულის და მოსმენიდან შინაარსის გამოტანის პრობლემა აქვთ.

მაშინ, როდესაც ურუსლა ფონ დენ ლაიენი ამბობს, პირველად ჩვენს ისტორიაში ჩვენი ქვეყანა თავდასხმის ქვეშაა მისი სურვილის გამო, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი. ასევე მაკრონის განცხადების მიხედვით, ნატომ შესთავაზა პერსპექტივა უკრაინასა და საქართველოს მათი დაცვის გარეშე, რამაც ეს ორი ქვეყანა რუსეთის შურისძიების სამიზნედ აქცია. თქვენ კი განაცხადეთ ასევე, რომ ომის ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის ნატოში გაწევრიანების სურვილი იყო, რატომ მოყვა თქვენს განცხადებას ის დაორგანიზებული კამპანია, რომელშიც ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადეს, როდესაც იგივე განცხადებას აკეთებთ, რასაც ჩვენი ევროპელი ლიდერები. კითხვა აქ მარტივია - როგორ ფიქრობთ, ეს მიზანმიმართული ორმაგი სტანდარტი და მავნებლობაა, თუ წაკითხულის და მოსმენიდან შინაარსის გამოტანის პრობლემა". - მიმართა წილოსანმა პრემიერს

მსგავსი სიახლეები