რატომ არის ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის მოღალატე - თინა ბოკუჩავას მიმართვა პრემიერს

30.06.23 14:01
რატომ არის ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის მოღალატე - თინა ბოკუჩავას მიმართვა პრემიერს

„განადგურებული, დეგრადირებული, გაუბედურებული - რას არ გვიწოდებთ, მაგრამ გწყინთ, როცა ჩვენ გამხელთ ქვეყნის რუსიფკაციის მცდელობაში,“ - ამ სიტყვებით მიმართა თინა ბოკუჩავამ პრემიერს.
თინა ბოკუჩავას თქმით, პრემიერს და მთავრობას ახალგაზრდების, სამოქალაქო პროტესტის ეშინიათ.
დეპუტატის შეფასებით, პრემიერი მოღალატეა, რადგან უკრაინაში რუსულ აგრესიას ნატო-ში გაწევრიანების სურვილით ხსნის.  

გახსენებთ, რომ თქვენ რუსულ საქმეს აკეთებთ და ფიზიკური ანგარიშსწორებით იმუქრებით. დღეს საპარლამენტო ტრიბუნაზე თქვენი სახით დგას ქვეყნის მოღალატე, რომელიც საქართველოს მიზანმიმართულად ართმევს ევროპულ მომავალს... ქვეყნის ღალატია ის, რომ პირადად თქვენ ომს ნატო-ს აბრალებთ და ახლა უკვე თქვენ. ქვეყნის ღალატია ეკონომიკის ტერორისტ რუსეთზე ჩამოკიდება, ქვეყნის ღალატია ჩვენი ტერიტორიის დაკისრებული სანქციების თავის არიდების დერეფნად გამოყენება, ქვეყნის ღალატია რუსეთის მოქალაქეების კონტროლო შემოდინების დაშვება, ქვეყნის ღალატია მალული მოლაპარაკების გზით საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, ქვეყნის ღალატია რუსული კანონის მიღების მცდელობა, ქვეყნის ღალატია მეორე ფგრონტის მითის მოგონება, ქვეყნის ღალატია ევრორეკომენდაციების მიზანმიმართული უგულებელყოფა, ქვეყნის ღალატია მესამე პრეზიდენტის ციხეში გამოკეტვა პუტინის საამებლად, როცა მთელი თავისუფალი სამყარო მისი გათვაისულებისკენ მოგიწოდებთ, მმაგრამ მიშა სააკაშვილის ყოველთვის ეშინოდა და ეშინია დღესაც, ციხეში, თავისუფლებაზეც, უკრაინაშიც, საქართველოშიც, ჯანმრთელიც და ფიზიკურად დასუსტებულიც, რადგან იცით, რომ თანაბარი თამაშის წესებით მასთან დამარცხდებით,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 
 

მსგავსი სიახლეები