წინადადებით შემოვდივარ, როცა ეს რადიკალური ოპოზიცია ლაპარაკობს, სტრიმზე +18 დაედოს - ზავრადაშვილი პრემიერს
"ქართული ოცნება" პრემიერის სადარაჯოზე - დეპუტატ ირმა ზავრადაშვილს ოპოზიციის კრიტიკული კითხვები ისე არ მოეწონა, რომ პარლამენტს ინიციატივით მიმართა.
ინიციატივით გამოვდივარ, როცა ეს რადიკალური ოპოზიცია გამოდის, სტრიმზე +18 დააწერეთ. არ შეიძლება უკვე ამათი მოსმენა"- თქვა მან სიტყვით გამოსვლისას.
რაც შეეხება პრემიერს, ზავრადაშვილმა მთავრობის მეთაურს "ახალგაზრდების სახელით მადლობა გადაუხადა".
"მადლობა იმისთვის, რომ ომი არ არის და საქართველოს გენოფონდი არ ნადგურდება და მომტირალი დედები არ არიან"- მიმართა დეპუტატმა ღარიბაშვილს.
ზარდიაშვილი "ოცნების" რიტორიკაში ჩაჯდა და იმ ადამიანების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოითხოვა, ვინც მისი მტკიცებით, "ახალგაზრდები გამოიყენა და ქვეყნის ამოტრიალებას შეეცადა".
"მაქვს კიდევ ერთი სურვილი - გისურვებთ კონსტრუქციულ, არამოღალატე ოპოზიციის ყოლას ქვეყნისთვის და პირობა, რომ პრიგოჟინის პარტიის ფილიალი ქართული, რომლის ლოგოზე უნდა იყოს კასტილი, არასოდეს რომ არ დაბრუნდება ხელისუფლებაში, ამის პირობა უნდა წავიღო უკან ბატონო ირაკლი" თქვა ირმა ზავრადაშვილმა.