დაპირისპირება პარლამენტში - "ოცნება" და მისი განაყოფი პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ
პარლამენტში ხმაურია - ქართული ოცნების დეპუტატები და მმართველი პარტიის ანტიდასავლური ფრთა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, პაატა მანჯგალაძეს დაუპირისპირდა.
უმრავლესობის გაღიზიანება მანჯგალაძის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც პრემიერს უთხრა, რომ "ოცნებას" 12 რეკომენდაციის შესასრულებლად არაფერი გაუკეთებია.
კადრებში რომელიც ლაივ რეჟიმში გადაიცემა ჩანს, რომ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მანჯგალაძისკენ გაიწია, ჩხუბობდა ღუდუშაური და აქტიურობდა ზარქუა.