13 წლის გოგონა სამი თვის ორსულია - სექსუალური ძალადობის ბრალდებით 50 წლამდე კაცია დაკავებული
13 წლის გოგონა სამი თვის ორსულია - სექსუალური ძალადობის ბრალდებით კი 45 წლამდე კაცია დაკავებული.
შემზარავი ფაქტი სამეგრელოში მოხდა. სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდმა მეზობელი ძალადობაში ექიმთან ამხილა.
ერთ-ერთი ვერსიით, სკოლის მოსწავლეს მოძალადე გაჩუმებას აიძლებდა და ემუქრებოდა.
სოფელი შოკშია. ხალხი მოძალადის ოჯახის გასახლებას ითხოვს. მეზობლებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლი დაარბიეს.
ირკვევა, ისიც, რომ ოჯახები ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ. ბავშვმა და დედამ პოლიციას ჩვენება უკვე მისცეს, მოზარდს ჩაუტარდა ექსპერტიზა.
დაკავებული მამაკაცი, რომელიც სამართალდამცავებმა გუშინ აიყვანეს, დანაშაულს არ აღიარებს, ამის შესახებ მისი ადვოკატი საუბრობს.
მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით დაკავებულს ბრალი არ წარდგენია, თუმცა, კატეგორიულად გამორიცხავს დანაშაულთან რაიმე სახის კავშირს. სავარაუდოდ, მას სახელმწიფო ბრალდება ბრალს დღეს წარუდგენს.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მხულით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.