ამ ცრუპენტელებს საერთოდ არცერთი რეკომენდაციის შესრულებაში არ მიუღიათ მონაწილეობა - ალუდა ღუდუშაური
პარლამენტში პრემიერის წლიური ანგარიშის მოსმენის დროს მწვავე დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად, ოპოზიციას თავს ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური დაესხა და შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენია.
ალუდა ღუდუშაურიც პრემიერის რიტორიკას აგრძელებს და ოპონენტებს სტატუსის მიღების ხელშეშლაში ადანაშაულებს.
ამ ცრუპენტელებმა, იციან თუ არა, რომ საერთოდ არცერთი რეკომენდაციის შესრულებაში არ მიუღიათ მონაწილეობა და დღენიადაგ, საჯაროდ იზხიან, რომ უნდა დაზიანდეს ქვეყანა,“ - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.