თქვენ რომელი სახელითაც გინდათ, იმ სახელით მოიხსენიეთ, ვინ არის ამ განცხადების ავტორი? - წითლიძე პრემიერს

30.06.23 14:51
თქვენ რომელი სახელითაც გინდათ, იმ სახელით მოიხსენიეთ, ვინ არის ამ განცხადების ავტორი? - წითლიძე პრემიერს

"თქვენ რომელი სახელითაც გინდათ, იმ სახელით მოიხსენიეთ... ვინ არის ამ განცხადების ავტორი?" - ამ შეკითხვით მიმართა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ანა წითლიძემ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს. თუმცა, პრემიერი ამ დროს სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა.

ანი წითლიძემ ის ჩანაწერი გაიხსენა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილს სწორედ ამ ფრაზით მოიხსენიებს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი.

კითხვა მეორე - ეთანხმება თუ არა ირაკლი ამ გამოთქმულ მოსაზრებას და შეფასებას მასზე, რომ ის არის არაკომპეტენტური და შეგვიძლია რაც გვინდა ის დავუძახოთ. კითხვა მესამე - მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა  ამ ირაკლის არ ანდო მისი მცირე კაპიტალიც კი, რატომ უნდა ებაროს მას ამ ქვეყნის ბედი და ყველაზე ტრაგიკული რაც არის ისაა, რომ ერთადერთი ფუნქცია ირაკლის აქვს ის, რომ თავისი სულელური განცხადებებით გადაფაროს მეორე ირაკლი - კობახიძე, რომ ვაიდა უცებ პრემიერის პოსტი არ დაკარგოს და კობახიძემ არ ჩაანაცვლოს. ამიტომაც, სერიოზულად საუბარს ამ ირაკლისთან არ ვაპირებ" - განაცხადა წითლიძემ.

 

მსგავსი სიახლეები