ინჯიას აგრესიული გამოსვლა არის ინსტქტების წინ წამოწევაა - თაკო ჩარკვიანი
"კანონის და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი პარლამენტში ფრიდონ ინჯიას აგრესიულს უწოდებს და ამბობს, რომ მსგავსი გამოსვლები და ინსტიქტების დონეზე დაყვანილი სახელმწიფო დიდი სირცხვილი და საკაცობრიო დანაშაულია.
ინჯიას აგრესიული გამოსვლა არის ინსტქტების წინ წამოწევა, ეს ძალიან საშიშიია. ვის მოეთხოვება ნუ, რა თქმა უნდა ხელისუფლებას. ყველა ბერკეტი თქვენ სხელშია და აბა ვის. ინსტიქტების დონეზე დაყვანილი სახელმწიფო არის დიდი სირცხვილი და საკაცობრიო დანაშაული და ეს დარჩება თქვენი მოღვაწეობის დროს.
ისე ყველა ვინაწილებთ პასუხისმგებლობას, მაგრამ როდესაც ბერკეტი თქვენს ხელთაა, რა თქმა უნდა თქვენ მოგეკითხებათ ინსტიქტების წინ წამოწევა. თავდასხმას მოჰყვება თავდაცვა". - თქვა ჩარკვიანმა.
ბოლო პერიოდში იცემა ბერძენიშვილი, ჯაფარიძე... ბევრია კიდევ საცემი - ეს განცხადება ცოტა ხნის წინ ფრიდონ ინჯიამ გააკეთა.